Tuesday, June 26, 2018

პროექტი-"სუფთა გარემო"

2017/2018 სასწავლო წლის ბოლოს, მე-2 კლასში თემატური გეგმის მიხედვით  ჩავატარე პროექტ-გაკვეთილი სათაურით - "სუფთა გარემო"- თეორია პრაქტიკაში განვახორციელეთ და დავასუთავეთ სკოლის მიმდებარე ტერიტორია. ჩემმა პატარებმა ხალისით გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას...


მათემატიკური ჭიდილი

       2018 წლის მაისში N157 სკოლის მე-2გ, მე-2ზ და მე-2ე კლასებში ჩატარდა კონკურსი მათემატიკაში - "მათემატიკური ჭიდილი".  კონკურსს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები იამზე ქათამაშვილი და ნინო გოგაშვილი. ფინალში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.




ჩვენი ენა ქართული

     2018 წლის აპრილში N157 სკოლის მე-2გ, მე-2ე და მე-2ზ კლასებში ჩატარდა შიდასასკოლო ოლიმპიადა ქართულ ენაში -"ჩვენი ენა ქართული", მასწავლებლების იამზე ქათამაშვილისა და თინათინ შერაზადიშვილის ხელმძღვანელობით. პატარებმა კარგად გაართვეს თავი მოცემულ საკითხებს. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ დიპლომებით.
https://drive.google.com/drive/folders/1yXQutKG8iBgbCTJw0myygn64xyOPi2WE?ogsrc=32

Sunday, June 24, 2018

საწრეო მუშაობა


    2017/2018 სქსწავლო წლის დასაწყისში სამოქმეო გეგმის ფარგლებში დავგეგმე, წარმემართა საწრეო მუშაობა. ასე შეიქმნა „მკითხველთა კლუბი“, რომლის მიზანიც იყო ბავშვების დაახლოება წიგნთან. 
    სასწავლო წლის მეორე სემესტრში განცხადებით მივმართე დირექციას, მშობლებს გავაცანი საწრეო მუშაობის პროგრამა და ა.წ. 5 თებერვალს მუშაობაც დავიწყეთ. შედეგმა არ დააყოვნა. წლის ბოლოს ნათელი გახდა, რომ მოსწავლეები გაცილებით უკეთესად ფლობდნენ კითხვის ტექნიკას. მონდომებით კითხულობდნენ როლებში, ირგებდნენ ამა თუ იმ როლს და დიდი ხალისით მუშაობდნენ...

https://drive.google.com/drive/folders/1aJ5lfFkISQVaegn7TIbgS0HclPwxUfNchttps://drive.google.com/drive/folders/1aJ5lfFkISQVaegn7TIbgS0HclPwxUfNc